7-02-2019
მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული.
დოკუმენტი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ, 6 თებერვალსაა ხელმოწერილი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 6 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.