გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბორცვაძე: ფარული კადრების საქმეში პირველი პრიორიტეტია გავიდეთ პირველ წყაროზე

7-02-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულმა მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, პირადი ცხოვრების ამსახველი​ ფარული კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია დადგინდეს პირველი წყარო, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები პირველად.


"ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველ წყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამძიებო ღონისძიებები. გვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას.


გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე რაც უმნიშვნელოვანესია ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930