7-02-2019
ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთაც არის.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისბალანსი. გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი“, - განაცხადა ზოიძემ.