გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია ბატიაშვილს: გმადლობთ იოლი და სწორი კომუნიკაციისთვის

7-02-2019

პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მინისტრმიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა, თავის სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის.პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მინისტრმიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა, თავის სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის. 


„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ  იოლი და სწორი კომუნიკაციისთვის, რის შედეგადაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში უსინათლო ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდა. ამან მიიღო პერმანენტული სახე, ამასვე მიება აუტისტური სპექტრის ბავშვების ანალოგიური სერვისით უზრუნველყოფა. 


უსინათლოთა კულტურის ცენტრის დაფინანსება გაიზარდა 9 თვიდან 12 თვემდე, - ამისათვისაც მადლობას მოგახსენებთ. აქვე, მინდა გითხრათ  კიკეთის სკოლასთან დაკავშირებით პრინციპულ გადაწყვეტილებაზე. ამ დაბისთვის სკოლის რესტავრაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სკოლას ისეთი რეკონსტრუქცია უტარდება, რომ შემიძლია გითხრათ - ახალს უდრის“ -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31