გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კილაძე: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებსა და ფრესკებს

7-02-2019

სოფო კილაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა ადამიანის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები
17:55 07.02.2019


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ახალი პროექტის „რელიგიები საქართველოში“ ფარგლებში დაბეჭდილ ფოტოალბომში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.


სოფო კილაძემ, თავის გამოსვლაში, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ამავე კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა.


„დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი“- აღნიშნა სოფო კილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031