გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება არაერთ კვლევას დაეფუძნა

7-02-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.


მინისტრის თქმით, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის  შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები:


„კითხვაზე, თუ რა კვლევებს ეფუძნებოდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, აქ მოვიყვანთ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მასში ჩართულები  იყვნენ „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ ცენტრი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი“, „განათლება ყველასათვის“, სკოლის ადმინისტრაციები,სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, UNICEF, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრობის, შვეიცარიისა და სხვადასხვა ფონდები, მაიკროსოფტი მი და ა.შ.


კონსულტაციები გაიმართა ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლებეთან, საბოლოო ჯამში ასეულ ადამიანთან შეხვედრა შედგა იყო სხვადასხვა ფორმატის. მიმაჩნია, რომ  ჩვენი ხედვა მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული, პოლიტიკისგან შორს მდგომი, განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული. იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი,  რომლის სამუშაო ვერსია  უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“ - განაცხადა მიხეილ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930