8-02-2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში , დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჯლისის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალიშერ კურმანოვთან გაიმართა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხირივი ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების ჩატარებას 2019 წლის განმავლობაში.
უზბეკეთის სენატი მიესალმება საქართველოსთან ყოვლისმომცველი ურთიერთობების განვითარებას და მზაობას გამოხატავს საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში,ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, აბდულაზიზ აკულოვთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. უზბეკეთის მხარემ საქართველოს დელეგაციას გააცნო უზბეკეთში, ტურიზმის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ, საქართველოს მხარემ დააფიქსირა მზაობა მხარდაჭერა აღმოუჩინოს და გაუზიაროს უზბეკეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტს საკუთარი წარმატებული გამოცდილება ტურიზმის განვითარების დარგში.