8-02-2019
ასეთი ფორმით მუშაობით ნევროზით დავამთავრებთ ამ სესიას, გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
ირაკლი კობახიძე იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს.
„დარბაზში ხმაურია კოლეგებო, ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით ამ სესიას. გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში“, - მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ.