გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალება

8-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.


ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:


დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმართულებით;


ჟვანიას მოედნიდან "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.


მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს.


გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31