გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში „ემ კვადრატის“ მშენებლობების წინააღმდეგ აქცია იგეგმება

8-02-2019

9 თებერვალს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან, ქავთარაძის ქუჩისა და მიხეილ შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გაიმართება ამავე მისამართზე მაცხოვრებელი სამეზობლო თემის ღონისძიება-აქცია, რომლის მეშეობითაც, მეზობლები აპროტესტებენ, კომპანია „ემ კვადრატის“ მიერ, მათი საცხოვრისის წინ არსებულ სარეკრეაციო ზონაში, ოთხი კორპუსის მშენებლობას.


„მედიაში გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, „ემ კვადრატი“ არ ახორციელებს ე.წ. „ხრუშოვკების ჩანაცვლების პროცესს“. დაგეგმილი ოთხივე კორპუსი, უნდა განხორციელდეს აღნიშნული „ხრუშოვკების“ მოპირდაპირე მხარეს, გამწვანებულ სარეკრეაციო ზონაში, რომლის დაცვა და განვითარება იქ არსებული მოსახლეობის მთავარი მიზანია.საკითხი მერიის წინაშე განხილვის პროცესშია და ჯერ არ გადაწყვეტილა. აქციით, მოსახლეობას სურს, გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მათი კორპუსების წინ, უზარმაზარი საცხოვრისების დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ მძიმედ გააუარესებს მათ ყოფას, არამედ, უხეშად შეიჭრება და გაანადგურებს სარეკრეაციო სივრცეს. აქციას შემოუერთდებიან სტუდენტები და სხვა უბნის მაცხოვრებლებიც“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930