11-02-2019
პარლამენტში 16 დეპუტატის შემადგენლობით ეთიკის საბჭო შეიქმნება. “ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს. პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
დეპუტატებმა საშემოდგომო სესიაზე ეთიკის კოდექსი მიიღეს, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს დეპუტატის პასუხისმგებლობას კოდექსის დარღვევის შემთხვევაში.