გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ყოფილი ხელისუფლება მისეული ხერხებით განსხვავებული აზრის ჩახშობას ისევ ცდილობს

11-02-2019

მიხეილ სააკაშვილის მიერ ემიგრანტებთან ლიეჟში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმაურება.


მინისტრის თქმით, ამ შეხვედრაზე არ იყო გათვალისწინებული განსხვავებული პოზიცია და ყველა ემიგრანტს არ მიეცა თავისი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირების საშუალება.


„ჩვენ ვიხილეთ ის, თუ როგორ ცდილობს ნოსტალგიით შეპყრობილი ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოდის და ვერ აწყობს 7 ნოემბერსა და 26 მაისს, ლიეჟში მოახდინოს განსხვავებული აზრის მისეული ხერხით ჩახშობა. თუ ეს იყო ემიგრანტებთან შეხვედრა, მაშინ ყველა უნდა ყოფილიყო დაშვებული დარბაზში და განსხვავებული აზრიც ყოფილიყო შეწყნარებული“ - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930