11-02-2019
თბილისში, დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე 43 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით ზურგის არეში დაჭრა.
ქალი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
შს სამინისტრო ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, დააკავეს თუ არა თავდამსხმლი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.