გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომბუდსმენი: სახელმწიფომ ქვეყანაში სოციალური მუშაკის როლი სრულად უნდა გაიაზროს 

12-02-2019

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი, წლების განმავლობაში, არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით მუშაობენ.

„სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით.


სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული“ - წერია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031