გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: წარვადგენთ რეზოლუციის პროექტს საფრანგეთის ნატო-დან გასვლის შესახებ

11-01-2026

წარვადგენ რეზოლუციის წინადადებას ნატო-დან საფრანგეთის გასვლის შესახებ, დაწყებული მისი ინტეგრირებული სარდლობით, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მემარცხენე პარტიის წევრი კლემანს გეტე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც გეტემ აღნიშნა, ჩნდება კითხვები საფრანგეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ნატო-ში, რომელსაც, მისივე თქმით, ხელმძღვანელობს შეერთებული შტატები და ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.


„ტრამპის შეერთებული შტატები ვენესუელაში სახელმწიფოს მეთაურს იტაცებს. ტრამპის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და სამხედრო დახმარებას უწევს პალესტინაში გენოციდს. ტრამპის შეერთებული შტატები გრენლანდიას შეიარაღებული ანექსიით ემუქრება. ტრამპის შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით ბომბავს ხალხს“, – წერს კლემანს გეტე სოციალურ ქსელში.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930