13-02-2019
გაზეთისათვის „The Charlotte Observer” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა აღნიშნა: „რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო... ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის არ სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს“.