გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი სოფელი უდაბნოს მაცხოვრებლებს: ყოველთვის ძალიან მიხარია აქ ჩამოსვლა

13-02-2019

ყოველთვის ძალიან მიხარია აქ ჩამოსვლა. ესაა ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი მაქვს გატარებული, - აქედან რამდენიმე კილომეტრში, დავითგარეჯში. კარგად მახსოვს, როცა აქ ცხოვრება იწყებოდა, როგორ იჭრებოდა თითოეული საძირკველი ამ სოფელში, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა სოფელი უდაბნოს მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


„კარგად მახსოვს, როგორ ეკურთხა დავითგარეჯში მონასტერი და მონაწილე ვიყავი, როდესაც 70-წლიანი, კომუნისტური წყობის შემდეგ, მონასტერი პირველად აღდგა და პირველად დაიწყო სამონასტრო ცხოვრება. კარად მახსოვს ის პერიოდიც, როცა 6 000 წმინდა მოწამის საძვალე გადმოვასვენეთ და მათი დაბრძანება მოხდა ლავრაში. კარგად მახსოვს, როგორ ხდებოდა ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქართული სოფლის ტრანსფორმაცია და როგორ გახდა ამ სოფლის თითოეული მაცხოვრებელი, ერთგვარად, მისიონერივით, როცა საკუთარ თავზე იტვირთეს მისია, გახდნენ გარეჯის, საქართველოსა და საზღვრის მცველები.


კავშირი დავითგარეჯსა და ამ სოფელს შორის დღემდე არსებობს. ეს ხილული კავშირიცაა, რადგან ბევრი აქაური ახალგაზრდა წავიდა იქ სამოღვაწოდ და თავისი ლოცვით აძლიერებენ დღეს ჩვენს სამშობლოს.


მინდა, რომ მადლი, რომელიც დავითგარეჯიდან მოდის, ფარავდეს ამ სოფელსა და ქვეყანას“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930