გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: 2019 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სა ზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაა

19-02-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს დამტკიცდა, ბევრ მიმართულებას მოიცავს.


„დღეს დავამტკიცეთ ჩვენი კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება.


ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვუყარეთ კენჭი პირველი მოსმენით. ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია”-განაცხადა ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031