20-02-2019
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს
შეხვდა. მათ ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ბოლო წლებში გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებები. მისი შეფასებით, რუსეთი ამით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
„ბოლო ორ წელიწადში, ეს კონფლიქტი ძალიან აქტუალური გახდა. ხელშეკრულებები, რომელიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, - ჩვენი შეფასებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ამ თვალსაზრისით, ეს კონფლიქტები ყოველთვის არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დონეზე, არსებული ფორმატები, რომელიც კონფლიქტის განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ კონფლიქტის მოწოდებისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა“ - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.