გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

20-02-2019

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.


სესიის მთავარ განსახილველ საკითხებს ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტები, ადამიანის უფლებები და ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები წარმოადგენს.


დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე ვითარებაზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.


სოფიო ქაცარავა და არჩილ თალაკვაძე ისაუბრებენ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.


საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში და გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031