21-02-2019
იტალიაში, ქალაქ ემპოლიში, საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ოჯახურ ძალადობაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ადანაშაულებენ.
იტალიელი სამართალდამცველების განცხადებით, ეჭვმიტანილი მეუღლეს სისტემატურად სცემდა და სამსახურში გამომუშავებულ თანხას სძალავდა.
მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.