22-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა ის მმართველი გუნდის წევრად მას შემდეგ, რაც გუშინ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე, მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, კანონპროექტს მხარი 45 დეპუტატმა დაუჭირა, 17 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.