გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, საპენსიო რეფორმა დადებითად არის შეფასებული

25-02-2019

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა, საპენსიო ფონდის შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.


„რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომა, ასევე ის, რომ საქართველო იკავებს მსოფლიო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მეექვსე ადგილს. საქართველოს სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება. Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკულ სტაბილურობაზე, პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.


Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა - საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.Fitch-ის შეფასება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეული, მაგრამ ასევე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031