გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება დააფინანსა

25-02-2019

ავსტრიელმა რეჟისორმა, რეინჰარდ ფორსტინგერმა საქართველოზე ფილმის გადასაღებად საკუთარი ბიუჯეტიდან 31 ათასი ევრო გამოყო. მისი თქმით, ფილმი თუშეთის რეგიონსა და მის ტურისტულ პოტენციალზეა.


მისივე თქმით, ფილმის სახელწოდებაა “Heimat auf Zeit“ (Home for the Time Being) – ანუ “დროებითი” სამშობლო.


“დაახლოებით, 16-ჯერ ვიმოგზაურე საქართველოში. პროექტის მთლიანი ღირებულება 31,000 ევრო იყო, რომელიც სრულად მე დავაფინანსე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავსტრიის ადგილობრივი მთავრობისგან მცირე დაფინანსება მივიღე, 2500 ევროს სახით. ფილმის ნახვის შესაძლებლობა აქვს ყველას, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. მათ შორის კინოთეატრებსა და ინტერნეტში. არაერთი ადამიანი ვიცი, 30-70 წლამდე, ვისაც სწორედ ისეთი საკითხები აინტერესებს, როგორიც ფილმშია აღწერილი. “ Heimat auf Zeit“ ნახვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ქართველ მაყურებელსაც აქვს; როგორც ვიცი, ქართველების დაახლოებით 60% არასდროს ყოფილა თუშეთში”, – აცხადებს ფორსტრინგერი.

კახეთის ხმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031