გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება იძლევა საფუძველს, რომ საინვესტიციო ნაკადები გაიზარდოს

25-02-2019

„ის ფაქტი, რომ Fitch“- მა რეგიონში ყველა ქვეყნის სარეიტინგო შეფასება უცვლელი დატოვა და მხოლოდ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა, უფრო მეტად გააძლიერებს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ“ - ასე აფასებს ექსპერტი ოთარ ანგურიძე სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესებას.


ექსპერტის თქმით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას.


ამ რეფორმებიდან ოთარ ანგურიძე ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, ლარიზაციის გაზრდისთვის გადადგმული ნაბიჯები, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ჭარბვალიანობის შემცირებისათვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, გადახდისუუნარობის რეფორმა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმა და სხვა.


„ასეთი რეფორმების შედეგად გაუმჯობესებულია ეკონომიკის სტრუქტურა, დაჩქარდა პოტენციური ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით შეიქმნა მყარი საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რაც ზრდის ნდობას ქვეყნის მიმართ და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარეზზე“ - აღნიშნა ანგურიძემ.


მისი მოსაზრებით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რეფორმების პროცესი, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების გამოყენებასა და ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებაზე.


„მსგავსი ტიპის რეიტინგების გაუმჯობესება იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომავალში გაიზრდება საინვესტიციო ნაკადები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზრდის დაჩქარება“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930