გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

25-02-2019

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების მორიგი ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად ინტერნეტში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები, ჯერჯერობით უცნობია. 


არსებული ინფორმაციით, უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.


მომხდარზე საუბრისას, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია რესურსცენტრში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ სკოლიდან მიიღეს. მისი თქმით, კადრები გადაღებულია არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში. 


„ერთ-ერთი  კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში  გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის  მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930