გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საბავშვო „ტყლარწში“ დარიშხანი აღმოაჩინეს

29-01-2018

„მაგნიტური ტყლარწი" (Magnetic Putty) დარიშხანის შემცველობა დასაშვებ ნორმას 7-ჯერ აღემატება. დიდ ბრიტანეთში ამ სახელწოდების მქონე სათამაშოს გაყიდვა ოთხშაბათიდან აიკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მაგნიტურ ტყლარწში" მაგნიტის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 29-ჯერ მეტია, უწყების ცნობით, ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ ბავშვი სათამაშოს მარტივად გადაყლაპავს, რაც თავის მხრივ მისი ჯანმრთელობისთვის საშიში იქნება. პროდუქტი ასევე შეიცავს ტყვიის დიდ ოდენობას, რომელიც დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ მეტია.

სათამაშოს გაყიდვა შეზღუდა Amazon-მაც და განაცხადა, რომ მომხმარებელთა ჯანმრთელობა მათთვის პრიორიტეტია.

"თრიალეთი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031