გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა

27-02-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე - თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით განხორციელდა. 

ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.

საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031