გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

27-02-2019

„თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. დასაქმებულები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.


მათი ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21-დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის მძიმე ფორმას - გაფიცვას მიმართეს.


„თბილავიამშენის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის ანაზღაურების გაზრდას, საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930