27-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, გუნდში და პარლამენტშიც.
„არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.