გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერიამ ,,World Vision - საქართველოს'' წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

28-02-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ,,World Vision”-ის წარმომადგენლებმა, პროექტის მენეჯერმა - მაკა ტატუაშვილმა და სოციალური მუშაობის ექსპერტმა - მარინა მენთეშაშვილმა, პროექტის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური პროგრამების ზეგავლენის, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევის საკითხები. აღინიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემა, რომლის მიზანი იქნება ოჯახსა და მის გარეთ ბავშვთა ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა. 

პროექტს ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision საქართველო“ პარტნიორებთან - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციებთან ერთად მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახორციელებს. 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართვლოში ეფექტიანი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ხელმისაწვდომი და საჭიროებაზე მორგებული სოციალური მომსახურებების განვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031