გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰონ კონგში გიორგი თავართქილაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება

28-02-2019

გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “ცუდი ხალხი” პრემიერა ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. “ცუდი ხალხის” საპრემიერო ჩვენებები 25 მარტს და პირველ აპრილსაა დაგეგმილი.


აღსანიშნავია, რომ ამავე ფესტივალზე, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს რატი წითელაძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმი “სოციუმის პატიმარი”.


ჰონ კონგში მსოფლიო პრემიერიდან 4 დღის შემდეგ, 29 მარტს, ლოს ანჯელესში Indie Short Fest დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. თებერვლის თვის გამარჯვებულებს შორის მოხვდა გიორგი თავართქილაძე ფილმით “ცუდი ხალხი”. ფილმს Best Action Short Award გადაეცემა.


“ცუდი ხალხი” საპროდიუსერო კომპანიის 20 Steps Productions პროდუქციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930