გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მესამე როტაციით მიემგზავრება

28-02-2019

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში ნაკრები ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. მან სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


პირადი შემადგენლობა ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.


ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მესამე როტაციას ახორციელებს.


საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) 12 აპრილიდან ჩაერთო.


2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031