გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო სამ წელიწადში საქართველოში სასწავლებლად 29 ათასამდე სტუდენტი ჩამოვიდა

1-03-2019

2015-2018 წლებში საქართველოში 28 940 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. უცხოელი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში, ჯამში, 4912 სტუდენტი სწავლობდა, 2016 წელს - 5716, 2017 წელს - 8602, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს - 9710.

რაც შეეხება ქვეყნებს, როგორც გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის. თუ 2015 წელს საქართველოში 1072 სტუდენტი მხოლოდ ინდოეთიდან შემოვიდა, 2018 წელს ეს ციფრი 5008-მდე გაიზარდა. 2015-18 წლებში კი, ინდოეთიდან შემოსული სტუდენტების რაოდენობამ ჯამში 10 428-ს მიაღწია.


რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2015-18 წლებში 8439 სტუდენტია შემოსული, ამავე პერიოდში, ერაყიდან - 2299, თურქეთიდან - 1422, ნიგერიიდან - 1895, რუსეთიდან - 1183, ირანიდან - 742, ხოლო სირიიდან - 433.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლებლად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა მცირეა.

2015-18 წლებში ჯამში გერმანიიდან სასწავლებლად 36 სტუდენტი ჩამოვიდა, დიდი ბრიტანეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 47, პოლონეთიდან - 14, შვედეთიდან - 6, უკრაინიდან - 145, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 143, ბელორუსიდან - 20, ეგვიპტიდან - 387, ესპანეთიდან - 5, ესტონეთი - 9, ზიმბაბვედან - 22, თურქმენეთიდან - 13, იაპონიიდან - 2, იემენიდან - 125, ისრაელიდან - 396, კამერუნიდან - 4, კანადიდან და ლიტვიდან - 23- 23, ლატვიიდან - 1, მოლდოვადან - 2, ნეპალიდან - 71, პაკისტანიდან - 78, პალესტინიდან - 40, პოლონეთიდან - 14, საბერძნეთიდან - 47, საფრანგეთიდან - 8, სლოვაკეთიდან - 4, სომხეთიდან - 100, სუდანიდან - 81, ტაჯიკეთიდან - 9, უზბეკეთიდან - 24, უკრაინიდან - 145, ყაზახეთიდან - 143, ყირგიზეთიდან - 31, შვედეთიდან - 6, ხოლო ჩინეთიდან - 57.



ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930