1-03-2019
ტაქსების რეფორმის ფარგლებში, დღეიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი იწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს.
მძღოლები ვაუჩერების მიღებას 5 მისამართზე შეძლებენ:
1. ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს ვისოლის სათაო ოფისი);
2. ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ (ვისოლის ავტო გასამართი სადგური);
3. აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის (ვისოლის ავტო გასამართი სადგური);
4. მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე (ვისოლის ავტო გასამართი სადგური);
5. აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვის ცენტრი).
სერვისცენტრები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებენ.