1-03-2019
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.
თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.
საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.