გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა კახეთში 3 400 ლარის უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

2-03-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3 400 ლარს შეადგენს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031