გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება

4-03-2019

კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება. 


დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია. თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს. 


ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://maps.tbilisi.gov.ge  მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები მოითხოვონ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031