5-03-2019
საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების-სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს.
საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს. დეპუტატები მიუთითებენ, რომ სერგო მეთოფიშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლისთვის შეუფერებელი, არაეთიკური და არაკორექტული განცხადებების გზით, უგულებელყოფენ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებს და ზიანს აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ნდობას.
საჩივრის მიხედვით, მოსამართლეების განცხადებები არის ცალსახად პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. ისინი სცდება პროფესიულ შეფასებას და გამოთქმული მოსაზრებები აღიქმება, როგორც პროცესებისადმი პოლიტიკური შეფასება და ლანძღვა.
პარლამენტის წევრები ითხოვენ კანონის თანახმად დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ამ მოსამართლეების მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტრური პროცედურებით და დადგეს მათი პასუხისმგელობის საკითხი.