5-03-2019
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის ფაქტს ეხმიანება:
„ამ წერილის ამბავი, როგორც ვატყობ, არაფრის მომცემი იქნება. პროკურორი ამბობს, ცარიელ ფურცელზე დაწერილი რაღაც მოიტანო, რითაც ცოტა წარმოუდგენელია, რამე დაამტკიცო. ერთადერთი ხელჩასაჭიდი შუამავალი რჩება, რომელსაც ჯერ არ ასახელებს ხაზარაძე, მაგრამ რომც დაასახელოს, თუ ის შუამავალი უარყოფს, გამოძიება ისევ ჩიხში შევა“-წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.