გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზტრანსგაზ-თბილისი: ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ

6-03-2019

სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია, - ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, გლდანში CO-თი ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია.


„გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად, CO-თი, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ამ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს მიერთებული ჰქონდა კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია.


ადგილზე მისულმა ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი.


კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (“კალონკები”) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავენ კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს.


გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას“ - წერია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031