გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროსადგური "ვარკეთილი" მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

30-01-2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზარვრებს დროებით ვერ მოემსახურება.
მისივე თქმით, მეტრო სამგორი-ახმეტელის თეატრის მიმართულებით იმოძრავებს.
„მოხდა ჭერის ჩამოქცევა. შეკიდული ჭერი იყო. დაახლოებით 10:22 საათზე. 7 ადამიანი იყო ბაქანზე, ამას გარდა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ 2 ადამიანია დაშავებული. მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა 2 ადამიანის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი. დაკეტილია მეტრო. მატარებილის მოძრაობა მოხდება სამგორი-ახმეტელის თეატრის მიმართულებით. ახლა კრიმინალური სამსახური ატარებს სამუშაოს და შემდეგ, როდესაც გვექნება საშუალება დავიწყებთ ვესტიბიულის გაწმენდას“- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა, რაც დროსაც 11-მდე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულები არ არიან. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930