გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

6-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1985 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ვ.ჭ. დააკავეს.


დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, კომპანია "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილ ერთ-ერთ მარკეტში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე მარკეტის პერსონალს და დაცვის თანამშრომელს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიმტვრა სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით სავსე ბოთლები.


სამივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“- აღნიშნულია ძალოვანი უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031