გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
TV1-ის მფლობელი: წერილის შინაარსს მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ

6-03-2019

TV1-ის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება, მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ. PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“ - წერს წერეთელი. 


ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული წერილი გაასაჯაროვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930