გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
7 მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

30-01-2018

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარება ადამიანებს ცხოვრების გამარტივების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიები ხშირად ქალების მიმართ მეგობრული არ არის. The Guardian-ი ქალებისთვის 7 აპლიკაციას უწევს რეკომენდაციას.

1. myPill - შეგახსენებთ კონტრაცეპტივის მიღების დროს. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის. 

2. Clementine - ეს ერთვარი ჰიპნოთერაპიის აპლიკაციაა, რომელიც სიბრაზის კონტროლსა და მის გადალახვაში დაგეხმარებათ. აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ iOS-ის სისტემისთვის.

3. Workout for Women - აპლიკაცია გთავაზობთ რამდენიმე სახეობის კარდიო და სხეულის წონის მაკორექტირებელ ვარჯიშებს. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის. 

4. Clue - თუ გავიწყდებათ თქვენი მენსტრუაციის დრო და ამის გამო გეგმები ხშირად გერევათ, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია წინასწარ რამდენიმე თვის გამოთვლა თუ როდის გექნებათ ციკლი. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის. 

5. Treatwell - ამ აპლიკაციას საზღვარგარეთ აქტიურად იყენებენ. აპლიკაცია ერთგვარი რუკაა, რომელზეც აღნიშნულია სილამაზის სალონები. მომხმარებლებს სალონში წინასწარ ჩაწერა შეუძლიათ. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის. 

6. Hormone Horoscope - ეს აპლიკაციაც მენსტრუალური ციკლისთვის არის განკუთვნილი იმ განსხვავებით, რომ ის გიჩვენებთ თვიურის მოახლოებასთან ერთად როგორ იცვლება თქვენი ხასიათი. აპლიკაცია დაახლოებით გეუბნებათ როგორი იქნება თქვენი თითოეული დღე თვიურის დაწყებამდე, რა გჭირდებათ ხასიათის გამოსასწორებლად და ა.შ. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის.

7. Skin Matters - ეს ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა ქალებისთვის, რომლის დახმარებითაც ისინი კანის მოვლისთვის საჭირო, შესაბამის და სწორ პროდუქტს შეარჩევენ. აპლიკაცია განკუთვნილია iOS და ანდროიდის სისტემებისთვის. 


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930