გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს

8-03-2019

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის მიმართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან.


„თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რამეს კანონის საწინააღმდეგოს და არასწორს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება. რა თქმა უნდა, გამოძიება ობიექტური იქნება",- განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.


„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როცა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გამოხვალთ თქვენი სახლებიდან - თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით და ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.


გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველაფერი ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. „კაპიკს“ ვერ აიღებთ ჩემგან“, - ნათქვამია პოლიტიკოსებისადმი ვასილ სოფრომაძის მიმართვაში.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930