9-03-2019
„ევროპული საქართველოს“ წევრს, დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის ცოლთან ერთად იპოდრომის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა.
თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. დაზარალებულის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ თავდამსხმელი დავით ნაფეტვარიძე ქვით გაუსწორდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი საავადმყოფოშია. მას თავი აქვს გატეხილი, ხელი კი მოტეხილი.
ინფორმაციას ''imedinews"-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გამოძიება ფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით მიმდინარეობს.