გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის სპეციალური კლუბები შეიქმნება

11-03-2019

განათლების სამინისტრო ინტერნეტუსაფრთხოების საკითხზე მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სპეციალური კლუბების შექმნას გეგმავს,- ამის შესახებ სოფიო კილაძემ ინტერნეტთამაშების, მათ შორის „ლურჯი ვეშაპის“ საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.


„რაც შეეხება ინტერნეტუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს, სამინისტროს მიერ სკოლებში შეზღდული და დაბლოკილია ყველა ის საიტი, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სკოლის ადმინისტრაციას მიცემული აქვს რეკომანდაცია, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ მიმართულებით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში წელსვე იგეგმება როგორც კლუბების შექმნა, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგ კურსების განხორციელება და ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლების მიერ, 5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, ორი დღის განვლობაში ათამდე სკოლაში მე-4, მე-5, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობდა, რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ისეთ თამაშებს, როგორიც არის ე.წ. ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930