12-03-2019
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი, სიმბოლური თანხის - 1 ლარის გადახდას მოითხოვს.
სასამართლო სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სამეფო ოჯახის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეული იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი - ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ.