გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალკალიანი: ევროპარლამენტის რეზოლუცია დასტურია, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა

13-03-2019

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა და კერძოდ ევროპარლამენტმარუსეთთან ურთიერთობის ანგარიშის კონტექსტში ახსენასაქართველო, კერძოდ იმ ჭრილში, რომ რუსეთი არღვევსსაერთაშორისო სამართლის ნორმებს. “-ამის შესახებ დავითზალკალიანმა ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკურიურთიერთობების თაობაზე ევროპარლამენტის მიერმიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.


დავით ზალკალიანის თქმით, ანგარიში მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მასში ნახსენებია ტერმინი „ოკუპაცია“, ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპარლამენტისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს, რაც მსგავსი რეზოლუციების მიღებით დასტურდება.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე (EU-Russia political relations). ანგარიში წარადგინა ევროპარლამენტის წევრმა სანდრა კალნიეტემ (EPP).

ანგარიშში შემდეგი მნიშვნელოვანი გზავნილები იქნა ასახული:

ევროპარლამენტი კვლავ ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


ანგარიშში პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის მეირ საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაციის საკითხი.


ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უპირობოდ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.


ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია,მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულ კონფლიქტებში და საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი დარღვევა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას; რეზოლუცია ასევე, მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადმიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.


ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, უფრო მეტი ძალისხმევა გაწიონ მედეგობის მისაღწევად; ევროპარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კიბერ და მედიის სფეროებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესებში რუსეთის მხრიდან ჩარევის გამოვლენისა და მასთან ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების კუთხით; ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი არასაკმარის რეაგირებას ახდენს რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ და ხაზს უსვამს ამ მხრივ მუშაობის გაძლიერების საჭიროებას, კერძოდ, 2019 წლის მაისის ევროპულ არჩევნებამდე.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031